რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკში ნავთობტერმინალზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა
დრონებით შეტევა რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკის ნავთობტერმინალზე - ადგილზე თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა. ადგილობრივები ხანძრის ამსახველ ვიდეოებს ტელეგრამ არხებზე ავრცელებენ.
მედიაში გავრცელებული ცნობებით, იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბის ცნობით, ნავთობტერმინალის ტერიტორიაზე დრონის ნამსხვრევები ჩამოვარდა, რამაც ხანძარი გამოიწვია.