აფეთქება ჩინეთში, ქვანახშირის მაღაროში - დაღუპულია 90 ადამიანი
ჩინეთში, ქვანახშირის მაღაროში აფეტება მოხდა - მედიის ინფრომაციით, დაღუპულია 90 ადამიანი.
სააგენტო Xinhua-ს ცნობით, შანსის პროვინციაში მდებარე „ლიუშენიუს“ მაღაროში გაზის აფეთქება პარასკევს საღამოს მოხდა, რა დროსაც მაღაროში 247 მუშა იმყოფებოდა.
Xinhua-ს ინფორმაციით, მაღაროს მართვაზე პასუხისმგებელი კომპანიის ხელმძღვანელები დაკავებულები არიან.
ასევე, სი ძინპინმა ავარიის მიზეზის საფუძვლიანად გამოძიების ბრძანება გასცა.