ევროკავშირში უკრაინის ადგილი სრულუფლებიანი უნდა იყოს - ზელენსკი
ევროკავშირში უკრაინის ადგილი სრულუფლებიანი უნდა იყოს - ამბობს ვიდეო-მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.
მისი თქმით, უკრაინა ევროპელ პარტნიორებთან ევროკავშირში გაწევრიანების დასრულების მიზნით აქტიურ დიპლომატიურ მუშაობას აგრძელებს.
ზელენკის განცხადებით, უკრაინის გარეშე სრულყოფილი ევროპული პროექტი ვერ იარსებებს.
„უკრაინა იბრძვის თავისი სიცოცხლისთვის, თავისი დამოუკიდებლობისთვის და იმ ევროპისთვის, რომელიც დიდი ხანია მშვიდობიანად ცხოვრობს, რომელიც იცავს ადამიანებსა და სიცოცხლეს, იცავს კულტურას და სწორედ ამ დაცვის წყალობით ჭეშმარიტად გლობალურ როლს ასრულებს.. ევროკავშირში უკრაინის ადგილი სრულყოფილი უნდა იყოს - სრულუფლებიანი და თანასწორი. კლასტერების გახსნა და მოლაპარაკებებში პროგრესი მნიშვნელოვანია“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.
ცნიობისთვის, Reutersის ინფორმაციით, გერმანიის კანცლერიმა ფრიდრიხ მერცმა EU-ს ლიდერებს შესთავაზა, რომ უკრაინა ევროკავშირის "ასოცირებული წევრი" გახდეს.