„ვაშინგტონში, ტრამპის რეზიდენციასთან ახლოს, სროლა იყო" — CNN
ვაშინგტონის ცენტრში, თეთრი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სროლის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ინციდენტში აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლები მონაწილეობდნენ. ამის შესახებ CNN სამართალდამცავ ორგანოებზე, ასევე საიდუმლო სამსახურისა და FBI-ის დირექტორის, კეშ პატელის განცხადებებზე დაყრდნობით იუწყება.
წინასწარი ინფორმაციით, საიდუმლო სამსახურმა მიიღო შეტყობინება შეიარაღებული მამაკაცის შესახებ პენსილვანიის ავენიუსა და მე-17 ქუჩის კვეთასთან. ადგილზე მისვლის შემდეგ სამართალდამცველებსა და ეჭვმიტანილს შორის სროლა დაიწყო.
ინციდენტის გამო თეთრი სახლის ტერიტორიაზე ლოკდაუნის რეჟიმი გამოცხადდა. აშშ-ის პრეზიდენტის რეზიდენციის ჩრდილოეთ გაზონზე მყოფი ჟურნალისტები პრესცენტრში გადაიყვანეს და გადაადგილება დროებით შეუზღუდეს. ტერიტორია შეიარაღებულმა უსაფრთხოების თანამშრომლებმა ალყაში მოაქციეს. შემთხვევის დროს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში იმყოფებოდა. მედიის ინფორმაციით, შეზღუდვები ადგილობრივი დროით დაახლოებით 18:45 საათზე მოიხსნა.
FBI-ის დირექტორმა, ქეშ პატელმა დაადასტურა, რომ ბიუროს აგენტები ადგილზე საიდუმლო სამსახურის დასახმარებლად და გამოძიებაში ჩასართავად მივიდნენ. ამ დროისთვის დგინდება როგორც ინციდენტის მიზეზები, ისე თავდამსხმელის მოტივი.