ღამით რუსეთის იერიშებს 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 44 - კიევის მერი

24.05.26 10:21
ღამით რუსეთის იერიშებს 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 44 - კიევის მერი

კიევზე რუსების იერიშებს ორი ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ 44 კი დაშავდა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.

„საშინელი ღამე იყო კიევში… ამ დროისთვის მაშველები ხანძრებს აქრობენ და ნანგრევებს წმენდენ. მედიკოსები დაშავებულებს დახმარებას უწევენ,“ — აღნიშნა მან.

ქალაქის მერის თქმით, 44 დაშავებულიდან ექიმებმა საავადმყოფოში 28 ადამიანი გადაიყვანეს, მათ შორის ორი ბავშვია, რომლებიც საშუალო სიმძიმის მდგომარეობაში არიან. კიდევ სამი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

„16 დაზარალებულს მედიკოსებმა დახმარება ამბულატორიულად გაუწიეს,“ — დაამატა კლიჩკომ.

მსგავსი სიახლეები