რუსეთი კიევზე მასშტაბურ იერიშებს ახორციელებს — სამიზნეებს შორის ზელენსკის ადმინისტრაციაცაა

24.05.26 20:53
რუსეთი კიევზე მასშტაბურ იერიშებს ახორციელებს — სამიზნეებს შორის ზელენსკის ადმინისტრაციაცაა

რუსეთი კიევზე ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ იერიშს ამზადებს — გავრცელებული ინფორმაციით, სამიზნეებს შორის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაცია და უკრაინის სამხედრო დაზვერვის შტაბიც იყო.

უკრაინული მხარის ცნობით, ოკუპანტებმა დედაქალაქის მიმართულებით ასობით დრონი და ათეულობით რაკეტა გაუშვეს, მათ შორის ჰიპერბგერითი რაკეტებიც. ბოლო მონაცემებით, თავდასხმას სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა, ათეულობით მოქალაქე კი დაშავდა.

ქალაქში მასშტაბური ნგრევაა. დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები, ინფრასტრუქტურა და ადმინისტრაციული შენობები. გავრცელებული ინფორმაციით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად დაზიანდა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაც. იერიშის შედეგად დაზიანდა რამდენიმე კულტურული ობიექტი და მუზეუმიც.

მსოფლიო ლიდერების ნაწილი კიევზე თავდასხმას კრემლის მხრიდან ესკალაციის კიდევ ერთ ეტაპად აფასებს და აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი რეგიონს ბირთვული საფრთხის ზღვარზე ამყოფებს.

საპასუხოდ, უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმა ოკუპირებულ ლუგანსკში რუსული ნავთობბაზა დაბომბეს.

ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები