მედვედევი EU-ს წევრი ქვეყნების მოსახლეობას აფრთხილებს: მშვიდი ძილი დასრულებულია
მას შემდეგ, რაც რუსული დრონი რუმინეთის ტერიტორიაზე შეიჭრა, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოსახლეობას აფრთხილებს.
უნდა გესმოდეთ, რომ თქვენი ხელისუფლებები რუსეთთან ომში ცალმხრივად ჩაებნენ, -წერს სოციალურ ქსელში მედვედევი.
ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებო, თქვენ უნდა გააცნობიეროთ, რომ თქვენი ხელისუფლება ცალმხრივად შევიდა ომში რუსეთთან. ამიტომ, იყავით ფხიზლად და არაფერი გაგიკვირდეთ. მშვიდი ძილი დასრულდა. მაგრამ იცით, ვის უნდა ჰკითხოთ მიზეზი!, - წერს მედვედევი.