კრასნოდარის მხარეში არმავირის ნავთობბაზას დრონით დაარტყეს

30.05.26 10:36
კრასნოდარის მხარეში არმავირის ნავთობბაზას დრონით დაარტყეს

კრასნოდარის მხარეში გუშნ რამით აფეთქებების ხმა ისმოდა - დრონით თავდასხმა განხორიცელდა არმავირის ნავთობბაზაზე.  დარტყმების შედეგად ნავთობბაზის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. 

„დღეს ღამით, არმავირის სამრეწველო ზონაში, უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შედეგად დაზიანდა Южная нефтяная-ს (სამხრეთის ნავთობის კომპანია) ობიექტი. ოპერატიული სამსახურების მონაცემებით, ნავთობბაზის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა“ - ნათქვამია ქალაქის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

გასულ ღამეს უკრაინელებმა ანექსირებულ ყირიმში ნავთობბაზას, ტაგანროგში კი პორტს დაარტყეს. შედეგად ტაგანროგში ტანკერსა და საწვავის რეზერვუარს ცეცხლი გაუჩნდა