ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია

31.05.26 10:21
ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია

ხვიჩა კვარაცხელიამ კიდევ ერთი ისტორიული წარმატება იზეიმა — ქართველი ფეხბურთელის „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია. ბუდაპეშტში, „პუშკაშ არენაზე“ გამართულ ფინალურ შეხვედრაში პარიზულმა გრანდმა ლონდონის „არსენალი“ პენალტების სერიაში დაამარცხა და ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის თასი მოიპოვა.

ფინალში ანგარიში პირველ ტაიმში „არსენალმა“ გახსნა, თუმცა „პსჟ“-მ თამაშში დაბრუნება მეორე ნახევარში შეძლო. 65-ე წუთზე უსმან დემბელემ პენალტი ზუსტად შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა. აღსანიშნავია, რომ 11-მეტრიანი დარტყმის უფლება პარიზელებმა სწორედ ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ წესების დარღვევის შედეგად მოიპოვეს.

მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო 1:1 დასრულდა, რის შემდეგაც გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა. გადამწყვეტ ეპიზოდებში უფრო ზუსტები „პსჟ“-ს ფეხბურთელები აღმოჩნდნენ და მეტოქე 4:3 დაამარცხეს.

ამ გამარჯვებით ხვიჩა კვარაცხელიამ კარიერაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტიტული მოიპოვა, ხოლო „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორი ისტორიაში მეორედ გახდა.