"მათ შეასრულეს პირობები" - დღეს ევროკავშირი უკრაინისა და მოლდოვას გაწევრიანების პირველ კლასტერს უხსნის

15.06.26 10:48
"მათ შეასრულეს პირობები" - დღეს ევროკავშირი უკრაინისა და მოლდოვას გაწევრიანების პირველ კლასტერს უხსნის

 

 

შეხვედრა ევროკავშირის გაფართოებაზე - ლუქსემბურგში მოლდოვას და უკრაინას გაწევრიანების პირველ კლასტერს გაუხსნიან.

საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ ევროკომისარმა  გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა ჟურნალისტებთან აღნიშნა რომ, მოლდოვამ და უკრაინამ პირობები შეასრულეს. 

ველოდები, რომ შემდეგ, ივლისში, დანარჩენ ხუთ კლასტერსაც გავხსნით - განაცხადა კოსმა. 

მისივე განცხადებით, გაფართოება ევროკავშირისთვის სტრატეგიული საკითხია და ორგანიზაციამ ამ მიმართულებით ბოლო ჩვიდმეტი თვის განმავლობაში იმდენი გააკეთა, რაც არ გაუკეთებია ბოლო თხუთმეტ წელს.

დღეს ნამდვილად იქნება ან არის მეგა დღე, ან მეგა ორშაბათი გაფართოების პროცესისთვის. ჯერ ერთი, ჩვენ გვექნება პირველი ყველაზე დიდი ნაბიჯი უკრაინისა და მოლდოვისთვის მას შემდეგ, რაც მათ კანდიდატის სტატუსი მიიღეს 2023 წელს, ასე რომ, როგორც იქნა, ჩვენ შევძლებთ პირველი კლასტერის გახსნას ორივე ქვეყნისთვის. რატომ? იმიტომ, რომ მათ შეასრულეს პირობები და ნამდვილად მოვიდა დრო, რომ ეს გავაკეთოთ. და თუ ისინი ასრულებენ, ჩვენც უნდა შევასრულოთ. სწორედ ამიტომ, ველოდები, რომ შემდეგ, ივლისში, დანარჩენ ხუთ კლასტერსაც გავხსნით და ეს ასევე კარგი სიახლეა. მეორე, ჩვენ დავხურავთ ორ დამატებით თავს მონტენეგროსთვის. სულ ეს იქნება 16, რაც დაახლოებით ნახევარია იმისა, რაც მათ უნდა გააკეთონ. მე ახლახან დავბრუნდი ირლანდიიდან, რომელიც იქნება საბჭოს შემდეგი თავმჯდომარე ქვეყანა, და თუ ჩვენ ყველანი ერთად ყველაფერს სწორად გავაკეთებთ ვგულისხმობ კომისიას, რა თქმა უნდა, კანდიდატ ქვეყანა მონტენეგროს და წევრ სახელმწიფოებს ირლანდიის თავმჯდომარეობის დროს, ან ირლანდიის თავმჯდომარეობის ბოლოს, ჩვენ შევძლებთ დავასრულოთ და მივიყვანოთ მონტენეგრო ფინიშის ხაზამდე. რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი? ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ როგორც არასდროს, გაფართოებას მოაქვს შედეგი, როგორც ევროკავშირის ყველაზე მნიშვნელოვან საგარეო პოლიტიკას. ბოლო 16-17 თვის განმავლობაში ჩვენ იმაზე მეტი შედეგი ვაჩვენეთ, ვიდრე წინა 15 წლის განმავლობაში", - განაცხადა მარტა კოსმა. 

იმ დროს როცა, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირთან გაწევრიანებაზე პირველ კლასტერს ხსნიან, საქართველოს კანდიდატის სტატუსი უვადოდ არის გაყინული. მეტიც, სასწორზე დევს ევროკავშითან უვიზო მიმოსვლის საკითხიც. 

ევროკაშირის საგარეო საქმეთა მინისტრები კი დღეს ოფიციალურ დონეზე მწვანე შუქს აუნთებენ მოლაპარაკებების კლასტერების გახსნას, რაც ნიშნავს იმას, რომ უნგრეთის ვეტო დაძლეულია - უკრაინა და მოდლოვა კი ბრიუსელისგან 3-3 მილიარდი ევროს ფინანსურ კონტრიბუციას მიიღებენ. ამ ისტროიულ მონაპოვარს ირაკლი კობახიძე  "სუვერენიტეტის დათმობის ტოლფასად" წარმოაჩენს.