მოსკოვზე დრონებით შეტევა განხორციელდა - აეროპორტებში შეზღუდვები დაწესდა

22.06.26 10:08
მოსკოვზე დრონებით შეტევა განხორციელდა - აეროპორტებში შეზღუდვები დაწესდა

უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის დედაქალაქს დაახლოებით 60 დრონით შეუტიეს, მოსკოვის აეროპორტებში შეზღუდვები დაწესდა.

მოსკოვის მერის სერგეი სობიანინის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს საჰაერო თავდაცვის ძალებმა ათობით დრონი გაანადგურეს, რომლებიც მოსკოვისკენ მიფრინავდნენ.

მოსკოვის დომოდედოვოსა და ჟუკოვსკის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს. მანამდე, შეზღუდვები დაწესდა შერემეტიევოს აეროპორტშიც.

სობიანინი შედეგებზე ინფორმაციას არ ავრცელებს, თუმცა აცხადებს, რომ საგანგებო სიტუაციების სამსახურის სპეციალისტები ჩამოვარდნილი ნამსხვრევების ადგილზე მუშაობენ.

მსგავსი სიახლეები