ზელენსკი: ნავროცკი იგივეს აკეთებს, რასაც ორბანი და ეს ცუდად დასრულდება

22.06.26 10:14
ზელენსკი: ნავროცკი იგივეს აკეთებს, რასაც ორბანი და ეს ცუდად დასრულდება

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ სიტუაცია დაძაბა მას შემდეგ, რაც მას შიდა პოლიტიკური დაპირისპირების გამო „თეთრი არწივის“ ორდენი ჩამოართვა.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე გაამხილა, რომ მათი პირველი შეხვედრის დროს ნავროცკიმ მას ვოლინის ტრაგედიის შესახებ წიგნი აჩუქა.

ზელენსკის განცხადებითვე,  ნავროცკი საკუთარ ქვეყანაში პოლიტიკურ ბრძოლას აგრძელებს და უკრაინელების მიმართ სიძულვილს აღვივებს.

„მე ამას წმინდა საარჩევნო პროცესად აღვიქვამ. მათ 2027 წელს პრემიერ-მინისტრის არჩევნები აქვთ. პრეზიდენტი კაროლი პრემიერ-მინისტრის თანამდებობისთვის იბრძვის, რათა მისმა პარტიამ პრემიერ-მინისტრი ტუსკი დაამარცხოს. ჩვენ ამასთან არაფერი გვაქვს საერთო; ეს მათი შიდა საქმეა“. 

ეს არის ის, რაც ორბანმა გააკეთა. ეს ცუდი ისტორიაა. ვფიქრობ, ცუდად დასრულდება“, - თქვა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

მსგავსი სიახლეები