შვეიცარიაში აშშ-სა და ირანს შორის გამართული მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა - დეტალები
შვეიცარიაში აშშ-სა და ირანს შორის გამართული მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა. Reuters-ის ინფორმაციით, მხარეებმა 60 დღის ვადაში საბოლოო შეთანხმების მიღწევის სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს და ტექნიკური მოლაპარაკებების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
შუამავალი ქვეყნების, კატარისა და პაკისტანის, განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხოების საკითხები და სავაჭრო გემების უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა. ასევე მიღწეულია პროგრესი ლიბანში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის მიმართულებით.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ თეირანმა ნავთობისა და ნავთობქიმიური პროდუქციის ექსპორტთან დაკავშირებული გარკვეული შეღავათები და აქტივების ნაწილის განბლოკვა მოიპოვა.
ამავე დროს, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები კონსტრუქციულ რეჟიმში მიმდინარეობს და რიგ მიმართულებებზე პროგრესი უკვე არსებობს.