რუსებმა შავ ზღვაში ორ უცხოურ სამოქალაქო გემს დაარტყეს, რის შედეგადაც მეზღვაური დაიღუპა

22.06.26 11:04
რუსებმა შავ ზღვაში ორ უცხოურ სამოქალაქო გემს დაარტყეს, რის შედეგადაც მეზღვაური დაიღუპა

22 ივნისის ღამეს, რუსეთის სამხედრო ძალებმა დრონები გამოიყენეს შავ ზღვაში ორ უცხოურ სამოქალაქო გემზე თავდასხმისთვის. უკრაინული მედიის ცნობით, თურქულ სატვირთო გემზე ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც ეგვიპტის მოქალაქე დაიღუპა.

უკრაინის საზღვაო ძალების ცნობით , თურქულ სატვირთო გემ VICTRESS-ზე (პანამის დროშის ქვეშ მცურავი)  დრონის თავდასხმის შედეგად მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. ბორტზე ეკიპაჟის ცხრა წევრი იმყოფებოდა - ეგვიპტის, თურქეთის და ინდოეთის მოქალაქეები.

„რთული ვითარებისა და ხანძრის შემდგომი გავრცელების საფრთხის გათვალისწინებით, უკრაინის საზღვაო ძალების კატარღების ეკიპაჟებმა წარმატებით ჩაატარეს სამაშველო ოპერაცია მშრალი ტვირთმზიდი გემის ეკიპაჟის ევაკუაციისთვის. სამწუხაროდ, მათ შორის არიან დაშავებულები“, - განაცხადეს საზღვაო ძალებში.

უკრაინული მხარე აცხადებს, რომ ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საერთაშორისო საზღვაო სამართლის დარღვევას და საფრთხეს უქმნის სამოქალაქო გადაზიდვებს.

მსგავსი სიახლეები