აშშ-მა რუსული ნავთობის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები აღადგინა

26.06.26 23:47
აშშ-მა რუსული ნავთობის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები აღადგინა

შეერთებულმა შტატებმა რუსული ნავთობის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები აღადგინა. ამის შესახებ სანქციების პოლიტიკის საკითხებში უკრაინის პრეზიდენტის რწმუნებულმა, ვლადისლავ ვლასიუკმა უკრაინულ გამოცემას, РБК-Украина-ს განუცხადა. 

აშშ-ს ნავთობის სანქციები "როსნეფტისა" და "ლუკოილის" წინააღმდეგ ძალაში რჩება," - აღნიშნა ვლასიუკმა.

ცნობისთვის რუსეთის წინააღმდეგ სანქციები შეჩერდა 12 მარტს, ირანთან ომისა და ჰორმუზის სრუტის ბლოკირების ფონზე, აშშ-მ რუსული ნავთობისთვის დროებითი შეღავათები შემოიღო გლობალური ფასების სტაბილიზაციის მიზნით.

მოგვიანებით, აშშ-მ რუსულ ნავთობზე სანქციების საშეღავათო პერიოდი 30-დღიანი ვადით კიდევ ორჯერ გაათავისუფლა. 

ოფიციალურად, სანქციები 17 ივნისს უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ თეთრი სახლისგან ამის შესახებ ოფიციალური განცხადებები არ გაკეთებულა. ამავდროულად, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამ საკითხს „განიხილავდა“.

25 ივნისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი საბოლოო გადაწყვეტილებას გამონაკლისების გაგრძელების შესახებ გლობალურ ენერგეტიკულ ბაზარზე ფასების დინამიკის საფუძველზე მიიღებდა.

S&P Global-ის მონაცემებით, 12 მარტიდან 17 ივნისამდე რუსეთმა დამატებით 2 მილიარდ დოლარზე მეტის გამომუშავება შეძლო.