ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 920-მდე გაიზარდა
ვენესუელაში ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 920-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა ხორხე როდრიგესმა განაცხადა.
მისი თქმით, მიწისძვრების შედეგად სულ მცირე 3 360 ადამიანი დაშავდა და 383 შენობა დაზიანდა. ნანგრევების ქვეშ სულ მცირე 172 ადამიანი რჩება.
როდრიგესმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ლა გუაირა, ყველაზე მეტად დაზარალებული ტერიტორია, სრულად მილიტარიზებულია და მოუწოდა საზოგადოებას, რომ იქ გადაადგილებას მოერიდონ.
ჩვენ ვაფასებთ დახმარების დიდ სურვილს, მაგრამ გზები, რომლებსაც დაშავებულების გადასაყვანად ვიყენებთ, გადატვირთულია. დახმარების საუკეთესო გზა გზების გაწმენდაა, რათა სამედიცინო ჯგუფებმა შეძლონ პაციენტების გადაყვანა, ხოლო სამაშველო ჯგუფებმა - უფრო ეფექტურად შეასრულონ თავიანთი სამუშაო," - თქვა მან.
- შეგახსენებთ, ვენესუელაში ზედიზედ ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. პირველი, 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა კარაკასის დასავლეთით დაფიქსირდა, ხოლო მას სულ რაღაც 39 წამის შემდეგ უფრო ძლიერი მიწისძვრა მოჰყვა, რომლის სიმძლავრემ 7.5 მაგნიტუდა შეადგინა.