პუტინი აცხადებს, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა ომის შეწყვეტას არ აპირებს

29.06.26 09:40
პუტინი აცხადებს, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა ომის შეწყვეტას არ აპირებს
 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომის შეწყვეტას არ აპირებს. თუმცა, მისი თქმით, უკრაინასთან მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

პუტინის განცხადებით, უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების ფარგლებში ახალი წინადადებებიც არსებობს.

მისივე თქმით, უკრაინულმა მხარემ შესთავაზა, საბრძოლო მოქმედებები მხოლოდ ოთხ რეგიონში - ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპირებულ ნაწილებში გაგრძელდეს.

პუტინის თქმით, მან ეს შეთავაზება არ მიიღო. მისი განმარტებით, უკრაინას სურს საბრძოლო მოქმედებების არეალის შეზღუდვა, რათა სხვა მიმართულებებზე ძალების გადაყვანა შეძლოს.

ამასთან, პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის სიღრმეში განხორციელებული საპასუხო დარტყმები, მისი შეფასებით, „გაცილებით ძლიერი და უფრო მტკივნეულია“.

მსგავსი სიახლეები