პუტინთან შეხვედრის შემდეგ ლუკაშენკო სინ ძინ პინთან ჩავიდა
ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკო ოფიციალური ვიზიტით პეკინში ჩავიდა, სადაც ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს შეხვდა. შეხვედრის შესახებ პირველი დეტალები ტელეგრამ-არხმა „Пул Первого“ გაავრცელა.
გავრცელებული ინფორმაციით, ლუკაშენკოს აეროპორტში წითელი ხალიჩითა და საპატიო ყარაულით დახვდნენ, თუმცა თავად სი ძინპინი დახვედრას არ დასწრებია.
მხარეებმა სამუშაო შეხვედრა უკვე გამართეს, რის შემდეგაც ტრადიციული სადილი გაიმართება. ჩინეთის ლიდერის განცხადებით, ჩინეთსა და ბელარუსს შორის ურთიერთობები ისტორიულად ყველაზე მაღალ ნიშნულზეა.
ლუკაშენკომ საპასუხოდ აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობების ასეთ შეფასებას „ძალიან აფასებს“.
„ეს სწორედ ის არის, რაზეც ადრე გესაუბრებოდით და, გარკვეულწილად, ისიც, რაზეც ბელარუსსა და ჩინეთს შორის ამ მასშტაბური თანამშრომლობის დაწყებამდე ვოცნებობდით“, — განაცხადა მან.
ლუკაშენკოს ვიზიტი ჩინეთში მას შემდეგ შედგა, რაც გასულ კვირას იგი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა. შეხვედრა ბელარუსსა და უკრაინას შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე გაიმართა.