ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 450-მდე გაიზარდა

29.06.26 10:22
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 450-მდე გაიზარდა

ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 450-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ოფიციალური ინფორმაციით, დაშავებულია 3 150 ადამიანი, 12 721 იძულებით გადაადგილდა, დაინგრა 774 შენობა.

შეგახსენებთ, ვენესუელაში ზედიზედ ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. პირველი, 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა კარაკასის დასავლეთით დაფიქსირდა, ხოლო მას სულ რაღაც 39 წამის შემდეგ უფრო ძლიერი მიწისძვრა მოჰყვა, რომლის სიმძლავრემ 7.5 მაგნიტუდა შეადგინა.

მსგავსი სიახლეები