ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 719-მდე გაიზარდა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 719-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
ხორხე როდრიგეის განცხადებით, დაშავებულია 5 034 ადამიანი, ხოლო 15 866 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.
შეგახსენებთ, ვენესუელაში ზედიზედ ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. პირველი, 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა კარაკასის დასავლეთით დაფიქსირდა, ხოლო მას სულ რაღაც 39 წამის შემდეგ უფრო ძლიერი მიწისძვრა მოჰყვა, რომლის სიმძლავრემ 7.5 მაგნიტუდა შეადგინა.