ირანი აშშ-სთან შეხვედრაზე უარს ამბობს - სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩიხშია

01.07.26 10:30
ირანი აშშ-სთან შეხვედრაზე უარს ამბობს - სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩიხშია

ირანმა განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში ამერიკელ მაღალჩინოსნებთან შეხვედრას არ გეგმავს, რაც ვაშინგტონსა და თეირანს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის პერსპექტივებს კიდევ უფრო ართულებს.

Reuters-ის ინფორმაციით, თეირანი აცხადებს, რომ მხარეებმა ჯერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობები უნდა შეათანხმონ და მხოლოდ ამის შემდეგ განიხილონ ირანის ბირთვული პროგრამისა და სხვა სადავო საკითხები.

ამავდროულად, ირანი კვლავ ამტკიცებს, რომ ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის რეგულირების უფლება მას და ომანს ეკუთვნით. მიუხედავად დაძაბულობისა, ნავთობის ფასები ბოლო დღეებში შემცირდა, თუმცა გაერო აფრთხილებს, რომ ენერგეტიკულმა კრიზისმა შესაძლოა მოწყვლად ქვეყნებში სურსათისა და საწვავის გაძვირება კვლავ გამოიწვიოს.