აშშ-ს სამხედრო ძალებმა ირანის წინააღმდეგ იერიშების ახალი სერია დაიწყეს

08.07.26 11:16
აშშ-ს სამხედრო ძალებმა ირანის წინააღმდეგ იერიშების ახალი სერია დაიწყეს

აშშ-ს სამხედრო ძალებმა ირანის წინააღმდეგ იერიშების ახალი სერია დაიწყეს - ინფორმაციას აშშ-ს ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) ადასტურებს. "ირანმა ზავი დაარღვია" - აცხადებს უწყება.

უწყების ცნობით, იერიშების მიზანი ირანის მიერ ჰორმუზის სრუტეში მიმავალი სამი კომერციულ გემზე მიტანილ თავდასხმებზე საპასუხო ნაბიჯია.

ცნობილია, რომ აშშ-ის ძალებმა ირანზე განხორციელებული ბოლო იერიშის დროს 80-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს. აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობის თქმით, ოპერაცია ჰორმუზის სრუტეში კომერციულ გემებზე ირანის თავდასხმების საპასუხოდ ჩატარდა. 

„აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ძალებმა ირანის წინააღმდეგ ძლიერი დარტყმების სერია დაიწყეს, რათა საერთაშორისო საზღვაო გზაზე მშვიდობიანი სამოქალაქო ეკიპაჟებით დაკომპლექტებულ კომერციულ გემებზე თავდასხმისთვის ირანს მაღალი ფასი დააკისრონ. ირანის აგრესია იყო გაუმართლებელი, სახიფათო და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების აშკარა დარღვევა“, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები