სამკვირიანი მშვიდობის დასასრული - ამერიკამ ირანზე შეტევის ახალი ტალღა დაიწყო

08.07.26 21:10
სამკვირიანი მშვიდობის დასასრული - ამერიკამ ირანზე შეტევის ახალი ტალღა დაიწყო

სამკვირიანი მყიფე მშვიდობა ირანში დასრულდაა. ირანულ ქალაქებში ამერიკული ბომბდამშენები მთელი ღამის განმავლობაში ცვიოდა. ვაშინგტონმა თეირანის წინააღმდეგ მასშტაბური საჰაერო ოპერაცია მას შემდეგ განაახლა, რაც  აიათოლების რეჟიმმა პაუზა საუდის არაბეთის, კატარისა და ქუვეითის გემებზე თავდასხმისთვის გამოიყენა.

გვიან ღამით შეერთებული შტატების ავიაციამ ირანში 80 სამიზნე დაბომბა. განადგურებულია ისლამური რევოლუციის გვარდიის 60-ზე მეტი ნავი. სამიზნე იყო გუშაგთა კორპუსის საზღვაო ბაზაც, რომელიც ავიაციის დარტმის შედეგად ცეცხლის ალშია გახვეული. დაიბომბა შაჰიდ-ჰაკანის პორტიც ბანდარ-აბასში.

ირანს ანკარადან პირადად დონალდ ტრამპმა უპასუხა. ამერიკის პრეზიდენტმა ირანთან მოლაპარაკებები დასრულებულად გამოაცხადა. ტრამპი პირდაპირ ამბობს, რომ თეირანთან გარიგების იმედი აღარ აქვს და ვაშინგტონს გაცილებით მკაცრი, დამანგრეველი გეგმა გააჩნია. თეთრი სახლის ლიდერმა ირანის ხელისუფლებას ავადმყოფი და მენტალურად აშლილი ადამიანები უწოდა.  

დონალდ ტრამპმა ანკარაში პრეზიდენტ ზელენსკისთან პრესკონფერენციის დროს განაცახდა , რომ ამერიკის იერიში ირანში ამაღამ განახლდება. ამერიკის სამომავლო გეგმა ირანის სრულ ეკონომიკურ და სამხედრო პარალიზებას გულისხმობს. ვაშინგტონი ქვეყნისთვის მკაცრი საზღვაო ბლოკადის დაწესებას და ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვას აანონსებს. ტრამპი ამბობს, რომ თუ თეირანი პროვოკაციებს არ შეწყვეტს, ამერიკული არმია მომდევნო დარტყმებს ირანის სასიცოცხლო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ელექტროსანდგურებსა და ხიდებზე მიიტანს.

აიათოლების რეჟიმიი მუქარას მუქარითვე პასუხოს. ირნისთვის ყველაზე მტკივნეული თეთრი სახლის გადაწყვეტილება აღმოჩნდა, რომელმაც ირანულ ნავთობზე მოხსნილი სანქიები განაახლა. 

დეტალები ნახეთ, ინა ცარციძის რეპორტაჟში.