რუსეთი დიზელის ექსპორტს სრულად აჩერებს და ნავთობპროდუქტების იმპორტს იწყებს
რუსეთი დიზელის ექსპორტს სრულად აჩერებს და ნავთობპროდუქტების იმპორტს იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას RBC-Ukraine რუსეთის ვიცე-პრემიერის, ალექსანდრ ნოვაკის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ნოვაკის თქმით, რუსეთი დიზელის საწვავის ექსპორტზე სრულ აკრძალვას აწესებს.
ამასთან, რუსეთის ვიცე-პრემიერის განმარტებით, რუსეთში "საწვავის მდგომარეობა ნაწილობრივ დასატაბილურდა, თუმცა კვლავ რთული რჩება".
ცნობისთვის, 1-დან 8 ივლისამდე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმსა და სამხრეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე 50 ენერგეტიკულ ჰაბს, ასევე ქერჩში ბორანს, მშრალი ტვირთის გემსა და რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის" კუთვნილ 19 ტანკერს დაარტყა. კრემლმა ოფიციალურად აღიარა საწვავის დეფიციტი.