ტრამპი: ირანიდან დამირეკეს, ძალიან სურთ შეთანხმების დადება, უბრალოდ, არ ვიცი, ღირსები არიან თუ არა

09.07.26 10:50
ტრამპი: ირანიდან დამირეკეს, ძალიან სურთ შეთანხმების დადება, უბრალოდ, არ ვიცი, ღირსები არიან თუ არა

დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანს შეთანხმების მიღწევა ძალიან სურს - აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მას თეირანიდან დაუკავშირდნენ და შეთანხმების დადება შესთავაზეს.

ცოტა ხნის წინ დამირეკეს, ძალიან სურთ შეთანხმების დადება. უბრალოდ, არ ვიცი, ღირსები არიან თუ არა შეთანხმების. არ ვიცი, პატივს სცემენ თუ არა შეთანხმებას, პრობლემა სწორედ ეს არის“, – განაცხადა ტრამპმა.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანის წინააღმდეგ თავდასხმები „გაცილებით გაძლიერდება“, თუ თეირანი გემებზე იერიშებს განაგრძობს.

მისივე თქმით, სამხედრო გამარჯვება უკვე მიღწეულია და ამ ეტაპზე ნატო-ს ქვეყნების დახმარება აღარ სჭირდება.

„ჩვენ ძალიან მძიმედ დავარტყით მათ. ვიტყოდი, 20-ჯერ ძლიერად დავარტყით. ეს გუშინდელი ღამის საპასუხო ნაბიჯი იყო. სინამდვილეში, მათ სამ გემს დაარტყეს, არა ორს. როცა ისინი გვარტყამენ, ჩვენ უფრო ძლიერად ვპასუხობთ.

ბევრი რამ ირანზეა დამოკიდებული. ნატო-ს ქვეყნებს ახლა უნდათ დახმარება, მაგრამ ეს ცოტა გვიანია. საბრძოლველი აღარაფერია დარჩენილი. ოდესღაც მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, დაგვხმარებოდნენ, მაგრამ არ აირჩიეს ეს გზა. ჩვენ კი ამის დავიწყებას ვცდილობთ. ახლა კი ყველას უნდა დახმარება ირანის საკითხში. დახმარება არ გვჭირდება. წვრილმანებია, თუმცა დახმარება საჭირო არ არის“, – განმარტავს აშშ-ის პრეზიდენტი.

მსგავსი სიახლეები