იტალია, რომში რუსეთის საელჩოს ორ სამხედრო ატაშეს ჯაშუშობისთვის აძევებს
Reuters-ის ინფორმაციით, იტალია რომში რუსეთის საელჩოს ორ სამხედრო ატაშეს ჯაშუშობისთვის აძევებს - ივან გორბაჩოვმა და მიხაილ ასტახოვმა იტალია სამი დღის განმავლობაში უნდა დატოვონ.
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ განაცხადა, რომ რომში რუსეთის საელჩოს სამხედრო ატაშეები ჯაშუშურ საქმიანობაში მონაწილეობდნენ.
- რომის პროკურატურის განცხადებით, დაკავებულები საიდუმლო ინფორმაციას რუსეთის დაზვერვის აგენტს გადასცემდნენ, რომელიც იტალიაში დიპლომატიური იმუნიტეტით სარგებლობდა.
იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსი ატაშეების ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მიმდინარე კვირის დასაწყისში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი იტალიის სადაზვერვო სამსახურების ორი ყოფილი თანამშრომელი დააკავეს.