გენშტაბი: უკრაინამ აზოვის ზღვაში რუსულ ტანკერებს დაარტყა
უკრაინის გენშტაბის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა აზოვის ზღვაში რუსულ ტანკერებს დაარტყეს - დაზიანებულია 12 ნავთობტანკერი. ასევე, დარტყმები განხორციელდა საბუქსირო და სატვირთო გემებზე.
„9 ივლისის ღამეს, რუსი აგრესორის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის შემცირების ფარგლებში, უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა მოწინააღმდეგის არაერთ მნიშვნელოვან სამხედრო და სამხედრო-ეკონომიკურ ობიექტს დაარტყეს“, - აცხადებს უკრაინის გენშტაბი.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ოთხი დღის განმავლობაში აზოვისა და შავ ზღვებში დარტყმები 36 რუსულ გემზე განხორციელდა.