აშშ განაგრძობს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას - კრემლის სპიკერი

09.07.26 23:16
აშშ განაგრძობს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას - კრემლის სპიკერი

ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ ტრამპმა ვლადიმირ პუტინს აღარ დაურეკა - ამის შესახებ 9 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა. [უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრამდე, ტრამპი ამბობდა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან დარეკვას აპირებდა]

ამასთან, პესკოვის თქმით, აშშ განაგრძობს მთელი ძალით უკრაინისთვის იარაღისა და სამხედრო ტექნოლოგიის მიწოდებას.

"ვარდისფერ სათვალეებს არ ვატარებთ. პრეზიდენტმა პუტინმა ეს ძალიან კარგად იცის." - თქვა პესკოვმა.