აიათოლა ალი ხამენეი ქალაქ მეშჰადში დაკრძალეს
ომის პირველ დღეს მოკლული ირანის სულიერი ლიდერი ხუთთვიანი გლოვის შემდეგ დაკრძალეს - აიათოლა ალი ხამენეი მეშჰადში, შიიტთა წმინდა სალოცავში დაკრძალეს.
ირანის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი რეჟიმის შემქმნელი, რომლის მმართველობაც ირანელებისთვის რეპრესიებთან და სასტიკ დარბევებთან ასოცირდებოდა, საკუთარმა ვაჟმა მიაბარა მიწას, დაკრალვის ცერემონიაზე, უკანასკნელი ლოცვა აღავლინა მისმა უფროსმა ვაჟმა, მუსტაფა ხამენეიმ. თუმცა ისლამური რესპუბლიკის ახალი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი, ცერემონიას კვლავ არ დასწრებია.
ხამენენის უკანასკნელი გზა თეირანიდან ერაყის ქალაქებამდე ერთკვირიან სამგლოვიარო რიტუალს მოიცავდა.