ტრამპი: თუ თეირანი მოლაპარაკებებს არ დაიწყებს, მომავალ კვირას ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ

15.07.26 10:31
ტრამპი: თუ თეირანი მოლაპარაკებებს არ დაიწყებს, მომავალ კვირას ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია გაგრძელდება, ვიდრე ამას საჭიროდ ჩათვლის. მისი თქმით, თუ თეირანი მოლაპარაკებების მაგიდას არ დაუბრუნდება, მომავალ კვირას ამერიკა ირანის ელექტროსადგურებსა და ხიდებზე იერიშებს მიიტანს. ტრამპმა ასევე არ გამორიცხა ირანში სახმელეთო ოპერაციის შესაძლებლობა, თუმცა აღნიშნა, რომ ამის განხორციელებას თავად არ ისურვებდა.

„ხვალ საღამოს მათ ძალიან ძლიერად დავარტყამთ, მომდევნო ღამეს ძალიან ძლიერ დარტყმას ვაპირებთ, მომავალ კვირას კი მათთვის ძალიან ცუდი იქნება, რადგან მომავალ კვირას ელექტროსადგურების ჯერია. მომავალ კვირას ხიდების ჯერიც დადგება. ყველა მათ ელექტროსადგურს გავანადგურებთ. ყველა მათ ხიდსაც გავანადგურებთ, თუ მოლაპარაკების მაგიდასთან არ დასხდებიან და მოლაპარაკებებს არ დაიწყებენ,“ - აღნიშნა ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში.