რუსეთის იერიშს ოდესაზე სამი ადამიანი ემსხვერპლა - ქალაქში საცხოვრებელი სახლები დაზიანდა
რუსეთის ძალებმა 15 ივლისის ღამეს ოდესაზე მორიგი საჰაერო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკის ინფორმაციით, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო თავდასხმის შედეგად ქალაქში საცხოვრებელი შენობები დაზიანდა.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა ქვეყნის მიმართულებით X-59/69 ტიპის ორი მართვადი რაკეტა და 122 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა. უწყების ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 101 დრონის განეიტრალება შეძლეს.