CENTCOM: აშშ-მა ირანის წინააღმდეგ იერიშების ახალი ტალღა დაიწყო
აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის ახალი ეტაპი დაიწყო. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) განცხადებით, ახალი იერიშების სამიზნეა ირანის სამხედრო შესაძლებლობები, რომლებსაც, უწყების შეფასებით, თეირანი ჰორმუზის სრუტეში კომერციულ გემებზე თავდასხმებისთვის იყენებს.
CENTCOM-ის ინფორმაციით, დარტყმების ახალი ტალღა აღმოსავლეთის დროით დილის 06:00 საათზე დაიწყო.
„დღეს, აღმოსავლეთის დროით დილის 06:00 საათზე, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ძალებმა ირანის წინააღმდეგ დარტყმების ახალი ტალღა დაიწყეს. დარტყმების მიზანს წარმოადგენს იმ სამხედრო შესაძლებლობების შემდგომი დასუსტება, რომლებსაც ირანის შეიარაღებული ძალები ჰორმუზის სრუტეში კომერციულ გემებზე თავდასხმისთვის იყენებენ“, – აცხადებენ CENTCOM-ში.