დონალდ ტრამპი პუტინს: ვლადიმერ, დროა შეჩერდე

15.07.26 19:27
დონალდ ტრამპი პუტინს: ვლადიმერ, დროა შეჩერდე

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი აზრით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მზადაა დადოს შეთანხმება, რომელიც უკრაინაში ომს დაასრულებს. ამის შესახებ ტრამპმა Fox News-ის ჟურნალისტ ტრეი ინგსტთან ინტერვიუში ისაუბრა

ტრამპის თქმით, პუტინს ყოველთვის ერთსა და იმავეს ეუბნება: "მე ვამბობ: "ვლადიმერ, დროა შეჩერდე. დროა ეს ომი დასრულდეს". 

კითხვაზე, როდის მიაღწევენ შეთანხმებას აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ "მალე". 

ტანგოს ორი ადამიანი სჭირდება, მაგრამ ის შეთანხმებისთვის მზად არის," - განაცხადა ტრამპმა.