ენგელსში დრონებით თავდასხმის შემდეგ სამხედრო აეროდრომზე ხანძარი გაჩნდა

16.07.26 10:08
ენგელსში დრონებით თავდასხმის შემდეგ სამხედრო აეროდრომზე ხანძარი გაჩნდა

რუსეთის სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსს 16 ივლისს დრონებით შეუტიეს. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი გაჩნდა სამხედრო ავიაბაზა „ენგელს-2“-ზე, სავარაუდოდ, თვითმფრინავების სადგომზე, ასევე ადგილობრივ ელექტროქვესადგურზე. აფეთქებების შედეგად დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსიც.

ადგილობრივები სოციალურ ქსელებში აფეთქებებისა და დრონების ფრენის ამსახველ ვიდეოებს ავრცელებდნენ. თავდასხმის შემდეგ ქალაქის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

ამავე დროს, შეტევა განხორციელდა დონეცკის ოლქის ოკუპირებულ ქალაქ შახტიორსკზეც. წინასწარი ინფორმაციით, დარტყმა რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდა, თუმცა სხვა ცნობებით, სამიზნე ნავთობბაზა იყო.

მსგავსი სიახლეები