უკრაინის მთავრობაში საკადრო ცვლილებები დაიწყო - თავდაცვის მინისტრის პოსტს იგორ კლიმენკო დაიკავებს
უკრაინის მთავრობაში საკადრო ცვლილებები დაიწყო. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებით, თავდაცვის მინისტრის პოსტს იჰორ კლიმენკო დაიკავებს, რომელიც აქამდე შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ზელენსკი მისგან მობილიზაციის პროცესში წესრიგის დამყარებას ელოდება.
თანამდებობის დატოვების შემდეგ კი ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გადაწყვეტილებები უფრო გაბედულად უნდა მიიღებოდეს და სისტემიდან ყველა ის ადამიანი უნდა წავიდეს, ვინც ცვლილებებს აფერხებს.