უკრაინის უმაღლესმა რადამ პრემიერ-მინისტრად სერგი კორეცკი დაამტკიცა

16.07.26 14:38
უკრაინის უმაღლესმა რადამ პრემიერ-მინისტრად სერგი კორეცკი  დაამტკიცა

უკრაინას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. ქვეყნის უმაღლესმა რადამ მთავრობის მეთაურის პოსტზე სახელმწიფო ენერგოკომპანია „ნაფტოგაზის“ ყოფილი ხელმძღვანელი, სერგი კორეცკი დაამტკიცა. მისი კანდიდატურა 289-მა დეპუტატმა მხარდაჭერა. დანიშვნა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ინიცირებული სამთავრობო ცვლილებების ნაწილია.

ომის პირობებში, როდესაც რუსეთი უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას სისტემატურად უტევს, ზელენსკიმ მთავრობის ხელმძღვანელად სწორედ ენერგეტიკის სფეროში გამოცდილ მენეჯერს დაუჭირა მხარი. თავად კორეცკიმ მთავარ პრიორიტეტებად ქვეყნის თავდაცვის გაძლიერება, ეკონომიკური სტაბილურობა, ზამთრისთვის მზადება და ევროკავშირში ინტეგრაციის გაგრძელება დაასახელა

მსგავსი სიახლეები