“ფეთქებადი“ საჩუქარი გენერლისთვის - მოსკოვში მომხდარ აფეთქებაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი
მოსკოვის ცენტრში ამ დრომდე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და ცდილობენ დაადგინონ, ვინ დააორგანიზა აფეთქება რესტორანში, რომელსაც 5 ადამიანი ემსხვერპლა.
წინასწარი ინფორმაციით, ორგანიზატორების მიზანს რესტორნის ვერანდაზე მიმდინარე კერძო ღონისძიების სტუმრები წარმოადგენდნენ. აფეთქების შედეგად დაიღუპუპებს შორის არიან - ქალი-კურიერი, დაცვის თანამშრომელი და ერთ-ერთი სტუმარი, რომელიც მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაშავებულია კიდევ 17 ადამიანი.
ერთ-ერთი ძირითადი ვერსიით, დაცვის თანამშრომელმა შეაჩერა ქალი, რომელსაც ყუთის შეტანა სურდა და ამტკიცებდა, რომ შიგნით საჩუქარი იყო. რადგან მცველს ეჭვი შეეპარა, მან ყუთის შემოწმება გადაწყვიტა. სწორედ ამ მომენტში მოხდა აფეთქება. სავარაუდოა, რომ თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა დისტანციურად იქნა ამოქმედებული.
ერთ-ერთმა თვითმხილველმა ASTRA-ს განუცხადა, რომ რესტორან „ბალცი როსისში“ სადაც აფეთქება მოხდა, გენერლის დაბადების დღის აღნიშვნა მიმდინარეობდა.
დაბადების დღეზე შეკრებილი იყო, მთელი რუსული სამხედრო ელიტა, მათ შორის უამრავი გენერალი და სხვა მრავალი რანგის ოფიცერი.
რაც შეეხება გენერალს, რომლის დაბადების დღეც აღინიშნებოდა ამ რესტორანში, : მედიის ინფორმაციით, ის რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მთავარსარდალი, ალექსანდრ ჩაიკოა. ჩაიკო გუშინ 55 წლის გახდა.