ირანი ისევ იმუქრება
ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტე არ გაიხსნება მანამ, სანამ ამერიკა ომს და ბლოკადას არ დაასრულებს.
მოჰსენ რეზაის, განცხადებით, რეგიონის მასშტაბით ცეცხლის შეწყვეტა არის ის მკაფიო მოთხოვნა, რომელიც ირანს აქვს. ასევე, ჰორმუზის სრუტის გახსნის წინაპირობად სახელდება შეზღუდვების მოხსნა ირანის გაყინულ აქტივებზე.
„ირანის გზავნილი ნათელია: ჰორმუზის სრუტე არ გაიხსნება მანამ, სანამ აშშ არ დაასრულებს ომსა და ბლოკადას, არ გაათავისუფლებს ირანის გაყინულ აქტივებს და არ დათანხმდება რეგიონის მასშტაბით ცეცხლის შეწყვეტას, მათ შორის ლიბანსა და ღაზაში“, - აღნიშნულია მოჰსენ რეზაის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.
მისი განცხადებით, სანამ ყველა პირობა არ დაკმაყოფილდება, სრუტე დაკეტილი დარჩება.