გენშტაბი: უკრაინამ ნოვოროსიისკის პორტში რუსულ სამხედრო გემებს დაარტყა
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბიის ინფორმაციით, უკრაინამ ნოვოროსიისკის პორტში ოთხ რუსულ სამხედრო გემს დაარტყა.
გენშტაბის ცნობით, წინასწარი ინფორმაციით, სხვადასხვა დონის დაზიანებები მიიღო რუსი აგრესორის ოთხმა სამხედრო გემმა: ორმა ფრეგატმა - “ადმირალ მაკაროვი” და “ადმირალ ესენი”, მცირე სარაკეტო გემმა - “ბუიან” და საპატრულო გემმა - “ვასილი ბიკოვი”.
დაზიანებები ასევე მიიღო: 30N6E რადარმა, რომელიც S-300 საზენიტო-სარაკეტო სისტემის ნაწილია; ნოვოროსიისკის პორტის N2 ნავმისადგომთან მდებარე მობილურმა საცეცხლე ჯგუფმა; გრუშოვის ნავთობბაზის - შესხარისის ტერმინალის გვირაბის პორტალმა; და N3, N6 და N7 ნავმისადგომების ინფრასტრუქტურამ.