ზელენსკიმ და ფაშინიანმა ტელეფონით ისაუბრეს

12.08.26 21:42
ზელენსკიმ და ფაშინიანმა ტელეფონით ისაუბრეს

ნიკოლ ფაშინიანსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, უკრაინულ სომხური ურთიერთობები უფრო კონსტრუქციული ხდება.

მისივე განმარტებით, სატელეფონო საუბრის დროს ფაშინიანთან სომხეთში მისი ვიზიტის შედეგები და თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა. 

“ვესაუბრე სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს. ახლა უკრაინასა და სომხეთს შორის ურთიერთობები სულ უფრო კონსტრუქციული ხდება, და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს შორის მუდმივი დიალოგია. განვიხილეთ სომხეთში ჩემი ვიზიტის შედეგები და თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. ასევე, მადლობა გადავუხადე პრემიერ-მინისტრს კიევ-პეჩერის ლავრას დაარსებიდან 975-ე წლისთავის მილოცვისთვის, რაც მნიშვნელოვანი თარიღის ჩვენს რეგიონში ქრისტიანებისთვის. შევთანხმდით მომავალშიც კონტაქტის შენარჩუნებაზე”, - წერს ზელენსკი.