ავიაკატასტროფა თურქეთში — იალოვას პროვინციაში F-16 ტიპის გამანადგურებელი ჩამოვარდა

13.08.26 09:52
ავიაკატასტროფა თურქეთში — იალოვას პროვინციაში F-16 ტიპის გამანადგურებელი ჩამოვარდა

იალოვას პროვინციაში, სასწავლო მისიის დროს, F-16 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავი ჩამოვარდა - ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს. 

ირკვევა, რომ პილოტმა კატაპულტირება შეძლო და კატასტროფას გადაურჩა.

კადრებში რომელსაც მედია ავრცელებს, შავი კვამლის სქელი ღრუბელი ჩანს, რომელიც სავარაუდოდ თვითმფრინავის აფეთქებამ გამოიწვია.