საფრანგეთმა უნდა შეწყვიტოს მსოფლიოსთვის „ლექციების კითხვა“ - ირანის საგარეო
ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა საფრანგეთი, უნდა შეწყვიტონ მსოფლიოსთვის „ადამიანის უფლებებისა“ და საერთაშორისო სამართლის შესახებ „ლექციების კითხვა“, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი სოციალურ ქსელში წერს.
„თქვენმა მხარდაჭერამ ღაზაში ისრაელის მიერ განხორციელებული გენოციდისადმი და ირანის წინააღმდეგ აგრესიისადმი გაანადგურა ის მორალური უპირატესობა, რომელიც გეგონათ, რომ გქონდათ“, - აცხადებს ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.