ირანსა და აშშ-ის შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები არ ყოფილა - Reuters-ის წყარო
ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები არ ყოფილა - ამის შესახებ ირანელმა მაღალჩინოსანმა Reuters-ს განუცხადა.
გამოცემას წყარო ეუბნება, რომ თეირანის პერსპექტივიდან, შეთანხმებას დაწყების თარიღი არ ჰქონდა და შესაბამისად, გასახანგრძლივებელიც არაფერია.
„გახანგრძლივებაზე საუბარი არ არის, რადგან ირანის პერსპექტივიდან გამომდინარე, არ არსებობს დაწყების პერიოდი და შესაბამისად, გასახანგრძლივებელი არაფერია. შეერთებულმა შტატებმა დაარღვია დროებითი შეთანხმება მისი მიღწევიდან 48 საათის შემდეგ და რამდენიმე დღის შემდეგ გამოვიდა მისგან“, - განუცხადა წყარომ Reuters-ს.
ამის პარალელურად, თურქულმა მედიამ, პაკისტანის მთავრობის წყაროებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ თეირანი და ვაშინგტონი ივნისში ხელმოწერილი დროებითი შეთანხმების ფარგლებში მიღწეული 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.