რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკაში „ვაილდბერისისა“ და „გაზპრომის" ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი უკიდია

13.08.26 12:43
რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკაში „ვაილდბერისისა“ და „გაზპრომის" ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი უკიდია

რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკაში „ვაილდბერისის“ და  „გაზპრომის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი უკიდია.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ნავთობქიმიური კომპანია Gazprom Neftohim Salavat-ის ინდუსტრიულ ზონაში უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნამ ხანძარი გამოიწვია.

ტელეგრამ-არხებზე გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 1 400 კილომეტრის დაშორებით მდებარე ქალაქ სალავატში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონებით დაარტყეს.

ამასთან, როგორც Exilenova+ წერს, ხანძარი გაჩნდა ბაშკირეთის ჩიშმინსკის ოლქში მდებარე Wildberries-ის სასაწყობო და სადისტრიბუციო მასშტაბურ კომპლექსშიც, რომელიც ორმაგი გამოყენების პროდუქტების შესანახად და სადისტრიბუციოდ გამოიყენებოდა.

ადგილობრივი მოსახლეობა ავრცელებს კადრებს, სადაც კვამლსა და ცეცხლში გახვეული ქარხნები ჩანს.