ცაჰკნა: პუტინის ვიზიტი იაპონიის ეტოროფუს კუნძულზე პროვოკაციული ნაბიჯია

14.08.26 18:16
ცაჰკნა: პუტინის ვიზიტი იაპონიის ეტოროფუს კუნძულზე პროვოკაციული ნაბიჯია

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას შეფასებით, ვლადიმერ პუტინის ვიზიტი იაპონიის ეტოროფუს კუნძულზე პროვოკაციული ნაბიჯია, რომელიც რეგიონში დაძაბულობას ამწვავებს.

პუტინის ვიზიტი იაპონიის ეტოროფუს კუნძულზე, რომელიც იაპონიის ჩრდილოეთ ტერიტორიების ნაწილია, პროვოკაციული ნაბიჯია, რომელიც რეგიონში დაძაბულობას ამწვავებს.

ეს ასევე ხაზს უსვამს, თუ რამდენად მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული ევროპისა და ინდო-წყნარი ოკეანის უსაფრთხოება. რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უგულებელყოფა მხოლოდ უკრაინით არ შემოიფარგლება. იგივე ტენდენციას მსოფლიოს მეორე მხარესაც ვხედავთ“, - წერს ცაჰკნა სოციალურ ქსელში.