უკრაინამ რუსეთში МиГ-31К თვითმფრინავების ბაზირების სამხედრო აეროდრომს დაარტყა

15.08.26 10:38
უკრაინამ რუსეთში МиГ-31К თვითმფრინავების ბაზირების სამხედრო აეროდრომს დაარტყა

უკრაინამ რუსეთის სიღრმეში მდებარე სტრატეგიული ობიექტები დაბომბა.  უკრაინული წარმოების „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტებით იერიში სამარაში მდებარე  ავიაქარხნისა და ცნობილი კოსმოსური საწარმო „პროგრესის“ საამქროებზე მიიტანეს. 

სამარის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ ფედორიშჩევის ცნობით, სარაკეტო დარტყმა სამრეწველო საწარმოზე განხორციელდა.

„მტერმა სამრეწველო ობიექტზე სარაკეტო შეტევა განახორციელა. ადგილზე საგანგებო სამსახურები იმყოფებიან. ინფორმაციას ვაზუსტებთ“, - განაცხადა ფედორიშჩევმა.

თავდასხმა ასევე განხორციელდა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში მდებარე „სავასლეიკას“ სამხედრო აეროდრომზე, სადაც რუსული МиГ-31К ტიპის გამანადგურებლები ყავთ ბაზირებული.

გარდა ამისა, უკრაინამ 500-მდე კამიკაძე დრონი გამთენიისას გაუშვა რუსეთის რეგიონებისა და ოკუპირებული ყირიმისკენ. სამიზნე სამხედრო და ეკონომიკური და ენერგო ობიექტებია.