იტალიის პოლიციამ მუზეუმიდან გამქრალ სეზანის, რენუარისა და მატისის ნახატებს მიაგნო
იტალიის პოლიციაამ მუზეუმიდან გამქრალ ტილოებს მიაგნო - რენუარის, სეზანისა და მატისის შედევრები მიმდინარე წლის დასაწყისში ქალაქ პარმასთან მდებარე კერძო მუზეუმიდან მოიპარეს.
ნამუშევრების საერთო ღირებულება 10 მილიონ დოლარს აღემატება.
ძარცვა მუზეუმში ქურდებმა სულ რაღაც სამ წუთზე ნაკლებ დროში მოახერხეს.
დანაშაულში მოლდოვური დაჯგუფების წევრები არიან მხილებულები. პოლიციამ შედევრები ერთ-ერთი ეჭვმიტანილის სახლში, ჩხრეკის შედეგად იპოვა.