ევროპაში ტყის ხანძრებს ებრძვიან

15.08.26 12:27
ევროპაში ტყის ხანძრებს ებრძვიან

3 მილიარდზე მეტი ზარალი, მასობრივი ევაკუაცია და ურთულესი ბრძოლა სტიქიასთან - ევროპაში ტყის ხანძრებს ებრძვიან.

საბერძნეთიდან დაწყებული, გერმანიით, საფრანგეთითა და ესპანეთით დასრულებული, სტიქიამ ასეულობით ჰექტარი ტყე, სოფლები და საცხოვრებელი სახლები გაანადგურა, ათასობით მოქალაქისა და ტურისტის ევაკუაცია კი ზღვის გავლით  ნავებით გახდა საჭირო. 

„ფაინენშალ თაიმსის“ მონაცემებით, მხოლოდ ევროპის ხუთ ქვეყანაში ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა 3 მილიარდ ევროს გადააჭარბა, ცეცხლმა კი თითქმის ნახევარი მილიონი ჰექტარი ტერიტორია მოიცვა.