ზელენსკი: რუსეთის სამარის ოლქში „როსკოსმოსის“ ერთ-ერთ მთავარ საწარმოზე დარტყმა „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტებით განხორციელდა

15.08.26 14:33
ზელენსკი: რუსეთის სამარის ოლქში „როსკოსმოსის“ ერთ-ერთ მთავარ საწარმოზე დარტყმა „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტებით განხორციელდა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ სამარის ოლქში „როსკოსმოსის“ ერთ-ერთ საწარმოს „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტებით დაარტყა.

ზელენსკის ცნობითვე, უკრაინამ „სავასლეიკას“ ავიაბაზას და უსტ-ლუგაში მდებარე ნავთობობიექტს დაარტყა.

„რუსეთის სამარის ოლქში დარტყმა „როსკოსმოსის“ ერთ-ერთ მთავარ საწარმოზე, ცენტრ „პროგრესზე“ განხორციელდა. გამოყენებული იქნა „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტები. ეს კარგი შედეგია. ჩვენი საზღვრიდან მანძილი დაახლოებით 900 კილომეტრია“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი X-ზე.

ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთის სამხედრო პოტენციალი უნდა შემცირდეს.

მშვიდობა აუცილებელია და ეს რუსეთშიც ნათელი უნდა იყოს, კონკრეტულ ობიექტებზე მიყენებული ზიანის მეშვეობით“, - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.