უკრაინელებმა Wildberries-ზე კიბერშეტევა განახორციელეს და პლატფორმის ციფრული ინფრასტრუქტურა გათიშეს
უკრაინელებმა Wildberries-ზე კიბერშეტევაც განახორციელეს და პლატფორმის ციფრული ინფრასტრუქტურა გათიშეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული შტაბი იტყობინება.
კიბერთავდასხმამ საგადახდო სისტემებსა და მომხმარებელთა მომსახურებაზე იმოქმედა.
- პლატფორმის ციფრული ინფრასტრუქტურა აგრესორის ლოგისტიკასა და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ მიმართული გენოციდური ომის დაფინანსებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
„2026 წლის 10–11 აგვისტოს, რუსულ კიბერსივრცეში ჩატარებული ოპერაციის ფარგლებში, Cyber Corps-ის საზოგადოების ოსტატებმა იერიში მიიტანეს კომპანია Wildberries-ის ციფრულ ინფრასტრუქტურაზე, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს აგრესორის ლოგისტიკასა და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ მიმართული გენოციდური ომის დაფინანსებაში.
ობიექტის დაცვის მაღალი დონის მიუხედავად, შეტევამ მასშტაბური შეფერხებები გამოიწვია - დაირღვა კლიენტთა დისტანციური მომსახურების ძირითადი არხის მუშაობა, ნაწილობრივ დესტაბილიზდა საგადახდო ინფრასტრუქტურა და დამატებითი დატვირთვა შეიქმნა კონტაქტ-ცენტრებზე.
დაფიქსირდა მასობრივი საჩივრები, კერძოდ, ფინანსური ანგარიშსწორების განხორციელების შეუძლებლობის გამო.
კიბეროპერაციამ გააძლიერა უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ Wildberries-ის საწყობებზე განხორციელებული კინეტიკური დარტყმების ეფექტი, რამაც მორიგი მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა კომპანიას, რომელიც აგრესორის ეკონომიკასა და შესაბამისად, უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებრივ ომს ასაზრდოებს.
უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლა კიბერსივრცეშიც გრძელდება!
დიდება თავისი საქმის ოსტატებს! დიდება უკრაინას!“ - წერს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.